„სალაშქრო მიმართულებები წლიდან წლამდე იზრდება“

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

„აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო – ღვინის სამშობლო“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დაცული ტერიტორიების და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიგეგმა.

ვიზიტორებს აეროპორტში განთავსებული ბანერები ხვდებათ და საზღვრიდანვე იღებენ ინფორმაციას ქართული ბუნებისა და ღვინის შესახებ.

კამპანიის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა ისაუბრა.

„სამინისტროს მიერ დაიგეგმა ახალი მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებშიც განთავსდა შესაბამისი საინფორმაციო ბანერები. საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც ურიგდებათ ვიზიტორებს, გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან პირველად, პირველივე წუთიდან მივცეთ მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა კუსიდმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას – რამდენად ხელმისაწვდომია დაცული ტერიტორიები ტურისტებისთვის და რამდენად არის დაცული უსაფრთხოება:

„დაცული ტერიტორიების სააგენტო პასუხისმგებელია ძირითად საბაზისო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ჩვენ ასევე გვაქვს მცირე ბუნების ძეგლები, სადაც ინფრასტრუქტურაც განსხვავებულია, ვიდრე ველურ ბუნებაში გადაადგილების დროს. ეს შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვს და ასეთ ბუნების ძეგლებზე მეტი მოთხოვნაც არის. როდესაც ტურისტი გეგმავს დაცულ ტერიტორიებზე სალაშქროდ გასვლას, აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრს ეწვიოს. ხდება აღრიცხვა და ვიცით, რომელიც ვიზიტორი რა მარშრუტზე გადაადგილდება. გარდა ამისა შექმნილი გვაქვს მობილური აპლიკაცია და ასევე ის იძლევა „ოფლაინი“ რუკების ჩამოტვირთვის საშუალებას, რომელიც გარკვეულ დახმარებას გაუწევს ვიზიტორებს. წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა სალაშქრო მიმართულებებზე“, – განაცხადა ბესიკ კუსიდმა.

 

 

 

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ...
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.