„რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი“

პროფ. გიორგი ფხაკაძე

საზოგადოება ,,ქართული“, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.

„პირველი შეხვედრა თბილისში ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო. მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით დაგვეწყო გასვლები რეგიონებში“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი აზრით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომელთა აქტიური ჩართვა საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში, არის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ჩვენი მიზანია რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლების და სხვა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრების და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთო ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული თემების მოგვარების საქმეში“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ.

გურია, ოზურგეთი 21 ივნისი, 17:00 საათი.
გიორგი ჭანტურიას 1, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
სამეგრელო, ზუგდიდი 22 ივნისი, 13:00 საათი.
მერაბ კოსტავას 116, დადიანების სასახლე.

საზოგადოება გეგმავს ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გამართოს.

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

Contents
READ  კულტურის სამინისტრომ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). „რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი“. 12 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/რეგიონებში-მოღვაწე-ერის/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი“ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%94-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network