ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქართული ფესტივალის მეორე კვირა ლევილში წარმატებით დასრულდა

ქართული ფესტივალის მეორე კვირა ლევილში წარმატებით დასრულდა

ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალის მეორე კვირა მრავალფეროვანი საინტერესო ღონისძიებებით დასრულდა.

შეგახსენებთ: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 24 მაისიდან ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი იმართება. 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას, საზოგადოებას კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

მეორე კვირის საფესტივალო დღეებში მაყურებელმა ქართული მრავალხმიანი სიმღერები ანსამბლ „რუსთავისა“ და ანსამბლ „ბასიანის“ შესრულებით მოისმინა; გაიმართა შეხვედრები წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საზოგადოების წინაშე წარდგა ეთნო ჯაზბენდი „ირიაო“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

ქართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ლევილში სხვადასხვა დროს 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება.

ფესტივალში მონაწილეობენ: კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ასევე – სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, შემოქმედებითი ჯგუფები.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის საფესტივალო პროგრამა საზოგადოებას არაერთ სპორტულ აქტივობას სთავაზობს. წელს ღონისძიებებში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ კულტურის სამინისტრომ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი შემოქმედებითი რეზიდენცია სწორედ ლევილის ისტორიულ მამულში შექმნა, რომლის სტუმრები არიან სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები (შვიდი სტუდენტი). ისინი ლევილში ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც დასრულების შემდეგ მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე საქართველოშია
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები