საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან.
Sheni Network
„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა მოუწევთ“, – აცხადებენ მერიაში.
ცერემონიალი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე გაიმართება.

სტატიის ციტირება
SheniDasvemeba.ge. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 4 ივნისს იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98-4-2/
shenidasveneba.ge



