„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

მოქალაქეს — დეტალები

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმები რჩებათ, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად,
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.