საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.
26 მაისს, 106 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დაარსებას, 33 წლის წინ კი რუსეთის საბჭოთა ოკუპაციიდან დამოუკიდებლობის აღდგენა აღინიშნება. ქვეყნის 18 ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები — დეტალები
წვევამდელები ფიცს ერთდროულად ქვეყნის 6 ქალაქში დადებენ. ღონისძიებები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და კულმინაციას თავისუფლების მოედანზე მიაღწევს.
17:10 საათზე – იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება.
დამატებითი ინფორმაცია
წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ისტორიაში პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება.
