„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 ადამიანი, ხოლო შემოვიდა – 205 857

პროფ. გიორგი ფხაკაძე

2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 ადამიანი, ხოლო შემოვიდა 205 857 ადამიანი, – ამის შესახებ „საქსტატის“აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის მაჩვენებლები, რომლებიც ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს.
მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 695 000 ადამიანი შეადგინა. ეს მონაცემი ერთწლიან ჭრილში შემცირებულია 1.1 პროცენტით.

2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაახლოებით 21 000 გახლავთ ბიჭი და 19 200 გოგოა. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. შესაბამისად, ბუნებრივი მატების სალდო წარმოადგენს -2 542-ს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საქსტატის — დეტალები

2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც დაახლოებით 14,5%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წელს განქორწინების რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

2023 წელს ქვეყნიდან გასულთა რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია, ხოლო ქვეყანაში შემოვიდა 205 857 კაცი, ანუ წინა წელთან შედარებით 14.5%-ით მეტი. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყნიდან გავიდა 1,6-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე, დაახლოებით 6-ჯერ მეტი რუსეთის მოქალაქე, 3,8-ჯერ მეტი უკრაინის მოქალაქე, 5,3-ჯერ მეტი ბელარუსის მოქალაქე და 3,4-ჯერ მეტი თურქეთის მოქალაქე. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყანაში შემოვიდა 1,7-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება იმიგრანტებს, ანუ ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობას, 2023 წელს მათი საერთო რიცხოვნობის 45%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ; დაახლოებით 25,6%-ს რუსეთის მოქალაქეები, 4,2%-ს თურქეთის მოქალაქეები, ხოლო დარჩენილი 25-26% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

დამატებითი ინფორმაცია

აღსანიშნავია ისიც, რომ მიგრაციული მონაცემების ანალიზისას ყურადღება უნდა მიექცეს არა კონკრეტულად შემომსვლელთა და გამსვლელთა რაოდენობას, არამედ მიგრაციულ სალდოს. ეს მაჩვენებელი 2023 წელს გახლავთ დაახლოებით -39 000“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  საუკუნოვანი ისტორიის მქონე "კუკუშკა" - ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე ...

შენი დასვენება. (2025). „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 ადამიანი, ხოლო შემოვიდა – 205 857. 1 დეკემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/საქსტატის-მონაცემებით/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 ადამიანი, ხოლო შემოვიდა – 205 857 [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network