სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიკასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში.

ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს  საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს,  ზღვის დონიდან  560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.

მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით – თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან).

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით.

კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია უნიკალური ჩუქურთმებით შემკული, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო და მნიშვნელოვანი ძეგლი – ქვათახევის მონასტერი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, მეტეხი, არქეოლოგიური ძეგლი – გრაკლიანი გორა.

ქალაქ კასპში ფუნქციონირებს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში 20 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდებს მოცავს. რაიონში არის ჰავითა და სამკურნალო წყლებით გამორჩეული კურორტები (ხოვლე, გარიყულა, გოსტიბე), სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებთ.

ასევე ნახავთ ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერს.

მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა, ზაფხული  გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0,  შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0.  კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით – დუშეთის   და ახალგორის მუნიციპალიტეტები.

1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი  შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში  17 ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი,  71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო (ავტობანი) და სარკინიგზო მაგისტრალი, რკინიგზის 4 სადგურით.

READ  სვანეთის იდუმალება და გამაოგნებელი ამბავი კიდევ ის არის, რომ შეხვალ ერთ პატარა ეკლესიაში და თავბრუდაგეხვევა იმხელა ერვნული განძი დაგხვდება

მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 829, მათ შორის ქალაქად 15 896, ხოლო სოფლად 35 933 კაცს.

არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და  ციხე-ქალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა,  როგორც ციხე-ქალაქი  საკუთარი სპასალარი ჰყოლია და  წარმოადგენდა გარკვეულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში  მნიშვნელოვანი როლი  ენიჭებოდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
„დაავადება X“ მსოფლიოს ახალი თავსატეხი? – რა არის ეს და როგორია მეცნიერთა პროგნოზი

„დაავადება X“ მსოფლიოს ახალი თავსატეხი? – რა არის ეს და როგორია მეცნიერთა პროგნოზი

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
მერილ სტრიპი ქორწინდება?

მერილ სტრიპი ქორწინდება?

აპრილი 1, 2025
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

1 აპრილი 2025
სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები