სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაკრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

კრაკოვის ეროვნული მუზეუმი საქართველოსადმი მიძღვნილ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – 18 აპრილს პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნება. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის უპრეცედენტო მნიშვნელობის გამოფენა უცხოეთში საქართველოს შესახებ და ის პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით ტარდება.

მასშტაბური ექსპოზიცია ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს გააცნობს. დაგეგმილია ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედების წარმოჩენაც. პირველად გამოიფინება პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი თუ ხელნაწერი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილი იქნება არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში მონაწილეობს ისეთი დიდი კულტურული ინსტიტუციები, როგორიცაა: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.
გამოფენისთვის მომზადდა ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი.
საქართველოში ექსპოზიციის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტინოლოგი, პროფესორი მიროს ლავკრუკი.
გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“ და ნინო ნაყეური.

გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები