პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ, TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.

„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, – წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სტეფანწმინდა არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს.

„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით არის ცნობილი, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიული ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.

სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“, – წერს სტატიის ავტორი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა | შენი დასვენება
xrdDAGCAK4jeKw3j532975068988401734t24041008
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ - 2025 წლის ძირითადი ტენდენციები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები