ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი

ანა დოლიძე
ავტორი
ანა დოლიძე - ჟურნალისტი

ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით გადაადგილებას მაისიდან შეძლებთ, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ზესტაფონის — დეტალები

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 14.7 კმ- იანი 4 ზოლიანი გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი, ხოლო 10 გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია.

სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით 80%-ია. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი.

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საზოგადოება და დასვენება. აშუქებს დასვენების კულტურას, ოჯახურ მოგზაურობას, ველნესსა და საზოგადოებრივ ამბებს, რომლებიც მოგზაურებს ეხება.
კომენტარები ჯერ არ არის