არსებობს ორთქლის აბანოც – რა უნდა იცოდეთ ორთქლის აბაზანების შესახებ

პროფ. გიორგი ფხაკაძე

არსებობს ეგრეთ წოდებული ორთქლის აბანოც, რომელსაც ხშირად საუნასთან აიგივებენ. რომელს აირჩევთ, თქვენი ნებაა – ჯანმრთელობისთვის ორივე სასარგებლოა.

ორთქლის აბანო ძველი ბერძნული და რომაული კულტურის ნაწილი იყო. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მისი კულტი ისლამურ ქვეყნებში დამკვიდრდა და დღემდეა შემორჩენილი, მაგალითად, თურქული ჰამამის სახით.

ორთქლის აბაზანა ფინური საუნისგან იმით განსხვავდება, რომ იქ ჰაერი ნესტიანია და ტემპერატურაც შედარებით დაბალია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ფინური საუნის დამახასიათებელი ნიშანი კი მშრალი ჰაერია – სხვანაირად ექსტრემალურ სიცხეს ვერავინ გაუძლებს. ამ კუთხით ორთქლის აბანო შეიძლება ტროპიკულ ტყეს შევადაროთ, საუნა კი – უდაბნოს.

- Advertisement -
Ad imageAd image

საუნა კარგად ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. აქ სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 1-2 გრადუსით იმატებს. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლი სწრაფად და შეუფერხებლად მოძრაობს. საუნას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ვარჯიშს.

დამტკიცებულია, რომ საუნა ძალიან კარგია მათთვის, ვინც მაღალ წნევას უჩივის. არტერიების გაფართოების შედეგად გული უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით და გულის კუნთიც შვებას გრძნობს.

სიცხისა და სიცივის მონაცვლეობის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და იკუმშება და ამ რეგულარული ვარჯიშის წყალობით დიდხანს ინარჩუნებს ელასტიკურობას.

მიუხედავად ამდენი სასარგებლო თვისებისა, საუნის პროცედურები ზოგჯერ სარისკოცაა. თუ თავს ჯანმრთელად გრძნობთ, მაგრამ ვარჯიში გეზარებათ, საუნა კარგი ალტერნატივაა, მაგრამ ორთქლის პროცედურებზე, გიჯობთ, უარი თქვათ, თუ გააქვთ:

* მწვავე ვირუსული დაავადება;

- Advertisement -
Ad imageAd image

* მწვავე დაავადება, რომლის მიზეზიც დაუდგენელია;

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;

* გულის მწვავე დაავადება;

* არითმია;

არსებობს — დეტალები

* გულის უკმარისობა;

* გულის ხელოვნური სარქვლები;

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

* ვენების ვარიკოზი;

* განმეორებითი თრომბოზით გამოხატული ვენური დარღვევები;

* ღია ჭრილობა;

* ლიმფედემა;

* ჰიპერთირეოზი;

* კუჭის წყლული სისხლდენის ტენდენციით;

* გაფანტული სკლეროზი.

თუ კარგად არ იცნობთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უმჯობესია, საუნაში მისვლამდე ოჯახის ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. თუ რამე გამოგეპარათ, ორთქლის პროცედურებმა შესაძლოა ზიანი მეტი მოგიტანოთ, ვიდრე სიკეთე.

წყარო: 

READ  სხალთის მამათა მონასტრის კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ნაგებობებს: ეკლესია, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). არსებობს ორთქლის აბანოც – რა უნდა იცოდეთ ორთქლის აბაზანების შესახებ. 1 მარტი, 2026. https://shenidasveneba.ge/არსებობს-ორთქლის-აბანოც/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. არსებობს ორთქლის აბანოც – რა უნდა იცოდეთ ორთქლის აბაზანების შესახებ [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%aa/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network