პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებირაჭის ეროვნული პარკი - სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო...

რაჭის ეროვნული პარკი – სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ…

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა, მდიდარი კულტურის ძეგლებით, მრავალფეროვანი, საოცარი ბუნებითა და სტუმართმოყვარე, თბილი ხალხით.

რაჭის ეროვნული პარკი ქალაქ ონიდან იწყება, სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ, ღები, ჭიორა, უწერა, ჭიორა, გზად მით უფრო ულამაზესი პეიზაჟები იშლება: სრული თავისუფლება, ალაგ-ალაგ ნისლში გახვეული გარემო, დათოვლილ მთებს შორის მოქცეული ფირუზისფერი მდინარეები, მინდვრის ყვავილების ნაირსახეობა, ხშირი უღრანი ტყეები. თქვენი მთავარი მეგზური კი დიდრონი კავკასიონი გახდება.

რაჭა წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა – შემოდგომაზე შეფერადებული ხის ფოთლები, ზამთარში კი თეთრ საბანში გახვეული ბუნება. რაჭაში მოგზაურობა შესაძლებელია დაგეგმოთ როგორც მანქანით, ისე ფეხით თუ ველოსიპედით.

რაჭის ეროვნული პარკში შექმნილი შთაბეჭდილებები მოლოდინს გადააჭარბებს, იქიდან დაბრუნებულს კი გონებაში თავისთავად გაგიელვებთ ცნობილი ფრაზა „რაჭა ჩემი სიყვარული“.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შატილი ტურისტებს გასაოცარი ბუნებითაც იზიდავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები