პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება,,ტრადიციული აჭარული ნაქარგობა"

,,ტრადიციული აჭარული ნაქარგობა”

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში და მათ შორის აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები