აჭარული სამზარეულო

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

აჭარული სამზარეულო

აჭარული ყველი

ყველაზე დამახასიათებელი კი აჭარული დაწნული ყველია, რომელსაც ძირითადად მაღალმთიან რეგიონში ამზადებენ. დაწნული ყველის დამზადების განსაკუთრებული ტექნოლოგია, განსხვავებული ფორმა და დამახასიათებელი გემო აქვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი.  აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან.

ბორანო

ბორანოს მომზადებისას ამ დაჩლეჩილ, წნილ ყველს ჰყრიან ცხელ წყალში და ზემოდან ასხავენ დამწვარ კარაქს.

- Advertisement -
Ad imageAd image

აჭარული — დეტალები

კაიმაღი

კაიმაღს შემდეგნაირად ამზადებენ: რძეს ნელ-ნელა მოადუღებენ, ხოლო მოდუღების შემდგომ ურევენ და სითბოში აჩერებენ რამოდენიმე საათის და ზოგჯერ დღის განმავლობაშიც. მიირთმევენ ჭადთან და ყველთან ერთად.

სინორი

სინორი ნოყიერი კერძია, მზადდება იუხასგან ანუ ცომის თხელი, შემწვარი ფირფიტებისგან, რომელსაც წყალში გახსნილ ნივრით შეზავებულ ნადუღს და ცხელ გამდნარ ერბოს ამატებენ, სულ ბოლოს კი დამწვარ კარაქს.

არსებობსტკბილი სინორიც.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  „ჩვეულებრივი სეზონია - გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია...“ - პაატა იმნაძე
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის