ფოტოგრაფი მინდია ჩარქსელიანი სოციალურ ქსელში ზემო სვანეთში, სოფელ ლატალში გადაღებული ტაძრის კადრებს აქვეყნებს. მაცხვარიშის მთავარანგელოზის ეკლესიის ფრესკები მნახველს გაოგნებულს ტოვებს. გადმოცემის თანახმად, ტაძარი მიქაელ მაღლაკელს და მის ორ შეგირდს მოუხატავს. კადრებში ჩანს, რომ მე-12 საუკუნის ტაძარში, ფრესკები აქამდე ხელუხლებლად არის შემონახული.
“ლატალი… სოფელი, საიდანაც იწყება თავისუფალი სვანეთი და სადაც ამბობენ, რომ 67 ეკლესია ყოფილა. 67 უფლის გალერეა როგორია?!
სვანეთში — დეტალები
ამბობენ, ეკლესიის ერთ-ერთი მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე, დემეტრეს მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მოგვითხრობსო“, – წერს მინდია ჩარქსელიანი.



დამატებითი ინფორმაცია
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314
