პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნება - აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნება – აეროპორტების გაერთიანება

2024 წლის აპრილიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი ავტობუსი მოემსახურება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება დღგ-ის გარეშე 1, 383, 408 ლარს შეადგენს.

როგორც  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

„ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, მგზავრის გადაადგილებისთვის საჭირო შატლი, რომელსაც შესაბამისი ბრენდინგი ექნება და მითითებული იქნება ადგილი, საიდანაც ქალაქიდან აეროპორტამდე ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან“,  — განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მის კომენტარს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული სატენდერო აუცილებელი მოთხოვნების თანახმად, შემოთავაზებული ავტობუსები ნაწარმოები უნდა იყოს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ტრანსპორტში შეღავათები საქართველოში - როდიდან და სად შეეძლებათ პირველკურსელებს სტუდენტური ბარათის აღება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები