პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებითეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ,...

თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ

იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში,

სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: – მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარული „პრომეთესა“ და „სათაფლიას“ მღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს – სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კურორტი "გოდერძი" პირველ ადგილზე ევროპის ზამთრის კურორტებში - რეიტინგს სამოგზაურო პლატფორმა "ევროპის საუკეთესო მიმართულებები" აქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები