ეკის მონასტერი

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ეკის მონასტერი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX – X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს _ XIII – XIV სს; სასახლეს _ XIII – XIV სს; სამრეკლოს _ XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს– X, XVII- XVIII სს. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრის და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას,რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული, მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები.ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს,როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ.მთის თხემის დაახლოებით 150X50 მ-ის ფართობის მქონე მოზღუდული ტერიტორია, სადაც სამონასტრო ნაგებობები დგას,ციტადელს წარმოადგენს. აქედან რელიეფი დამრეცად ეშვება ჩრდილოეთით და დასავლეთით,ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან ტყით დაფარული შვეული ფერდობები აკრავს.

კომპლექსის ორ ნაწილს შორის კავშირი მყარდებოდა ციტადელის გალავანზე მიდგმული სასახლისა და სამრეკლოს კედლებს შორის არსებული ღიობით. ქვედა ციხიდან მისკენ მიემართება კიბის მარში, რომელიც რესტავრაციის დროს გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა.გალავანს ეტყობა მრავალგზის შეკეთების კვალი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ეკის — დეტალები

მისი სიმაღლე ზოგან 8-10 მეტრამდე აღწევს.

- Advertisement -
Ad imageAd image

არის ასევე მიწამდე დანგრეული მონაკვეთები.გალავნის ნატეხი ქვით ნაგებ კედლებზე გარედან ადგილ-ადგილ მიდგმულია ნახევარწრიული, ზევით კონუსისებურად შევიწროებული კონტრფორსები.

წყარო:

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ეკის მონასტერი. 21 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ეკის-მონასტერი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ეკის მონასტერი [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:

© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network