რუხის ციხე (XV საუკუნე) – მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე, ზუგდიდიდან 8-კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ ზუგდიდიდან სოხუმის მიმართულებით. მდებარეობს გზის პირას.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იგი ლევან II დადიანმა ააგო 1647 წელს.
რუხის ციხე ვახუშტის ცნობით, ლევან დადიანის მიერ არის აგებული 1647 წელს, თუმცა არსებობს სხვა ცნობებიც, რომლის მიხედვით ციხე ათიოდე წლის წინაა აგებული. ციხე ერთი შეხედვით საკმაოდ დიდი ნაგებობაა. საგულისხმოა ის ფაქტი, ამ პერიოდში საკმაოდ დასუსტებულმა ქვეყანამ შეძლო ასეთი მასშტაბის ციხის აგება. რაც შეეხება ლევან დადიანის მმართველობის ხანას, ამ პერიოდშია აღდგენილი არაერთი ეკლესია-მონასტერი და ციხე-სიმაგრე.
თავდაპირველად ციხის ძირთან იყო ენგურის კალაპოტი, რომელიც თანთანდათან ციხისკენ მოიწევდა. მისი დაფიქსირება მოხერხდა XX საუკუნის 60 იან წლებში, ხიდის საშუალებით.
ციხე რთულ რელიეფზეა აგებული, მისი ჩრდილო მხარე მაღლობზეა განლაგებული, რაც მისი დაცვას უწყობდა ხელს, ასევე ციხის დასაცავად ხელს უწყობდათ მდინარეც. ციხის ქვედა ნაწილი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 500 კვადრატული მეტრია.
ციხეში ყოფილა წყაროც, რომელიც გადმოცემით დასავლეთის კუთხეში უნდა ყოფილიყო. ახლა ამ ადგილას მცირე ჩაღრმავებული ადგილია.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები