გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული საერთაშორისო გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ სტივ ლაზარიდისის კურატორობით ოფიციალურად 14 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს დაიხურება. პროექტის მხარდამჭერია SOLO X და Visa.

გამოფენის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იქნება.

მასშტაბური გამოფენა ოთხი თვის განმავლობაში მასპინძლობდა დამთვალიერებელს და ის 40 000-მდე ვიზიტორმა იხილა. მუზეუმმა მომხმარებელს არაერთი აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და სხვადასხვა ჯგუფის წევრებისთვის  გამოფენაზე შესვლა თავისუფალი იყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოფენის კურატორის, ბენქსის ფოტოგრაფის და საქმიანი პარტნიორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ამასთან, ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის – ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ასევე, ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც.  ქართველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. მონაწილე არტისტები არიან გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.

- Advertisement -
Ad imageAd image

გამოფენა — დეტალები

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე, 10 : 00 – 21 : 00, ორშაბათის გარდა.

მისამართი: რუსთაველის გამზირი #7.

გამოფენის მხარდამჭერები არიან:  SOLO X, Visa. პარტნიორები: HUGE TV, კაპაროლი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„15-18 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება“

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება. 14 თებერვალი, 2026. https://shenidasveneba.ge/გამოფენა-ბენქსი-ლეგენდ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“ 4 დღით გაგრძელდება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  „მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ - გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network