გონიოს ციხეში რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს

პროფ. გიორგი ფხაკაძე
გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ყაზარმაში სამუზეუმო სივრცე იქნება, სადაც „გონიოს ციხის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალნათლივ დაინახონ „გაცოცხლებული“ რომაელი ჯარისკაცების ყოფა-ცხოვრება“. რომაულ ყაზარმაში განთავსებული იქნება ჯარების მეთაურის ოთახი, ჯარისკაცების საძინებელი, იარაღის შესანახი ოთახი, რომაული სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსო.

გონიოს ციხეზე რომაული ყაზარმის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2023 წლის აპრილში გამოაცხადა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ყაზარმის ასაშენებლად სატენდერო თანხად 265 ათასი ლარი განისაზღვრა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებული კი შპს „ტატამი 777“ გახდა. მასთან ხელშეკრულება სააგენტომ 264 999 ლარზე გააფორმა.

პროექტი ითვალისწინებდა ძეგლის ტერიტორიაზე ხის სახლის რეკონსტრუქციას და არსებულ სივრცეში მუზეუმის განთავსებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

გონიოს — დეტალები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ასევე გონიო-აფსაროსის სამუზეუმო სივრცის განახლებას გეგმავს. ასევე მუშაობენ პეტრას ციხეზე ახალი  სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. ამ სამუზეუმო სივრცეებში გონიოსა და პეტრას ციხეზე აღმოჩენილ არტეფაქტებს განათავსებენ.

გონიო-აფსაროსის ისტორიული ციხე-სიმაგრე გონიოში, ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ციხე სტრატეგიულ ადგილასაა. ის იცავდა შავი ზღვის სანაპიროსკენ, ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობებისკენ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსკენ გამავალ გზებს. თავისი მდებარეობის გამო გონიოს ციხე იყო ჯერ რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი.

ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). გონიოს ციხეში რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს. 6 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/გონიოს-ციხეში-რომაული-ყა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. გონიოს ციხეში რომაული ყაზარმის ანალოგი ააგეს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა - რთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადია
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network