დადიანების რეზიდენცია სალხინოში – მარტვილის ტურისტული სივრცის მნიშვნელოვანი ძეგლი

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი

დადიანების რეზიდენცია სალხინოში, ლევან დადიანისეული სასახლე სოფელ სალხინოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, მდინარე წაჩხურას ნაპირზე.

1825-1826 წლებში აქ უბრალო ხის ოდა იდგა, სადაც სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა სამეგრელოს მთავარმა, ლევან V დადიანმა დაიწყო არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით. ნაგებობამ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის, სალომე მიურატის დროს მიიღო.

დადიანების — დეტალები

სასახლის პირველ სართულზე, დიდი დარბაზის ცენტრში, განთავსებული იყო ქვევრი და მუხის ხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური მოჩუქურთმებული თაღით. დარბაზში იყო ასევე მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზეც ბახუსის ქანდაკება იყო მოთავსებული. სასახლის გვერდით სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის მიერ 1782 აშენებული ღვთისმშობლის შობის ეკლესია დგას.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის