მადრიდის FITUR-2024 გამოფენაზე საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ქართული ტურიზმის ახალ ეპოქას იწყებს. გლობალურ ავიაკომპანიებსა და ციფრულ პლატფორმებთან პარტნიორობა ქართული ტურიზმის განვითარებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თაკო ჯანელიძე
ავტორი
თაკო ჯანელიძე - ჟურნალისტი

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR-ის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ  შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.

„გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის, Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

მადრიდის — დეტალები

FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან ცხრა ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  Hestia თელავის ცნობილი სასტუმრო უნიკალური მდებაროებით და უმაღლესი კომფორტით
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — კულტურა, ისტორია და მუზეუმები. აშუქებს კულტურულ მემკვიდრეობას, ფესტივალებს, გამოფენებსა და იმ ადგილებს, სადაც საქართველოს ისტორია ცოცხლდება.
კომენტარები ჯერ არ არის