სამშაბათი, მარტი 11, 2025
- Advertisement -spot_img

ჩვენი თუშეთი – ომალო

ომალო

სოფელი ომალო (42°22′44″ ჩ. გ. 45°37′48″ ა. გ.) მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (ჩაღმა) თემში, ახმეტიდან 90 კმ–ში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარჯვენა ნაპირზე და წარმოადგენს თუშეთის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს. ომალო შედგება 3 ნაწილისაგან: ზედა ომალო (2070 მ. სიმაღლეზე), მის თავზე არსებული კესელოს ციხე (2084 მ. სიმაღლეზე) და ქვედა ომალო (1898 მ. სიმაღლეზე). ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ომალოს მოსახლეობა კესელოს ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა.
ხალხის გადმოცემის მიხედვით შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა. სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.
სოფელი ომალო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ძველი ომალო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოებრის N665 ბრძანებულებით შევიდა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში.
თავის მხრივ სოფელში 11 კულტურუილი მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.
სოფელი არცერთი მხრიდან არ ჩანს გარშემორტყმული მთების გამო, რაც ქმნის საოცარ სიმყუდროვეს. ესეთი კრატერისებური განლაგება მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია ზედა ომალოსთვის. აქედან ჩრდილოეთით განლაგებულია სოფლის ყველაზე განვითარებული ნაწილი, რომელიც გვირგვინდება ომალოს მთავარი დომინანტით კესელოს ციხით, რომელიც განლაგებულია დამრეც ფერდობიან მთაზე და შედგება ცალკეული კოშკებისა და ციხე-სახლების ერთიანი ანსამბლისგან. უბანში სახლები შეფენილია ბორცვზე ერთმანეთის მიყოლებით. აღნიშნული მხრიდან, კესელოს ციხეზე ასასვლელი წარმოადგენს ორღობეებსა და ბილიკებს. ზედა ომალოში იზრდება 5-6 მუხის ხე, რომელიც განუმეორებელ ელფერს სძენს სოფლის ლანდშაფტს.
საყურადღებია სოფ. ომალოში, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რის საფუძველზეც იკვეთება სამი არქეოლოგიური ძეგლი: ნამოსახლარი სოფლის სამხრეთით, ე. წ. ნამწვარი ციხის გორა, სალოცავი ამავე მხარეს _ “სამნათეო” და სამაროვანი სოფლის აღმოსავლეთით.

ქვემო ომალო შედარებით ახალი გეგმარებითი წარმონაქმნია, რომლის ძირითადი განვითარება, როგორც თუშეთის ცენტრის, მოხდა საბჭოთა პერიოდში. ამის გამო სხვა სოფლებთან შედარებით ქვემო ომალომ ყველაზე მეტად შეიცვალა იერსახე. სოფელი წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ეპოქის სახლების ერ- თობლიობას. მიუხედავად ამისა, ცალკეულ შენობაში შეიძლება ამოვიცნოთ ისტორიული სამოსახლოები, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ თავის დროზე, ამ ადგილას განლაგებული უნდა ყოფილიყო ომალოს საზამთრო ტერიტორიები – ბოსლები.
სოციალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ომალოში გახსნილია დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი.
ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების ქსელი არ არსებობს. მოსახლეობა ძირითადად იყენებს მზის ენერგიას.
დღესასწაული „თუშეთობა“ თუში ხალხის უძველეს პროფესიას, მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება სოფელ ომალოში. კესელოს ციხეში მუშაობს ომალოს ეთნოგრაფიული მუზეუმი.

გამოყენებული ლიტერატურა: ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგვა. სტუდია 21

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

11 March, 2025
 თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 

 თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 

მარტი 11, 2025
ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

ჯასტინ ტრიუდომ კანადის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან საკუთარი სკამი გაიტანა

11 მარტი 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები