ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი.
კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.
ვარძია სამონასტრო კომპლექსსაც მოიცავს. სახელი უკავშირდება თამარ მეფესა და მის მამას, გიორგი III–ს.
ლეგენდა “აქ ვარ ძიას” თანახმად, მეფე გიორგის პატარა თამარი სანადიროდ წაუყვანია. თამაშით გართული პატარა თამარი, კი გამოქვაბულებში დაკარგულა. როდესაც მეფე და მონადირეები ეძებდნენ და ეძახდნენ “სად ხარ თამარ?” პატარა თამარმა უპასუხა: “აქ ვარ ძია!.” როდესაც ქალაქის გამოკვეთა დაიწყეს, სწორედ ამ ფრაზის ფონზე დაერქვა ადგილს ვარძია.
ქალაქის სრული მშენებლობა დაახლოებით 50 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ჯამში, 365 ოთახს მოიცავდა.
UNESCO–ს მიერ დაცული ძეგლი, აკვირვებს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს.
უცხოელ მეგობრებს ვარძიას შესახებ ინგლისურად შეგიძლიათ გაუზიაროთ G Tour-ის გზამკვლევი: სასტუმროები, ღირსშესანიშნაობები, გზები და ტურები.
ვარძია — დეტალები
ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
კახეთი — ღვინის მხარე ერთ დღეში€150 ერთ ადამიანზესაქართველო 7 დღეში — კლასიკური დიდი ტური€1,290 ერთ ადამიანზემესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314