ზღაპრული „შუაგული“ – ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები

პროფ. გიორგი ფხაკაძე
 ზღაპრული საღონისძიებო სივრცე შუაგული

„თბილისთან ყველაზე ახლოს მცენარეების ბაღი და ზღაპრული საღონისძიებო სივრცეები. ბაღის მთავარი მშვენებაა ტბა, გულის ფორმის კუნძულით.

„შუაგულში“ გთავაზობთ შემდეგ სერვისს:

შუაგულის სანერგე – თქვენი ბაღების, ეზოებისა და ტერასების გასალამაზებლად გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის დეკორატიულ მცენარეებსა და ნერგებს, რომლებიც წლების მანძილზე იზრდება ჩვენთან, „შუაგულში“ და იდეალურად არის ადაპტირებული საქართველოს და განსაკუთრებით, თბილისისა და მისი შემოგარენის კლიმატურ პირობებთან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შუაგულის ღონისძიებები – სივრცეები განსხვავებული სტილის ღონისძიებებისთვის – ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონია, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, კონფერენცია, გუნდური თამაშები …

- Advertisement -
Ad imageAd image

”გლემპინგი“ შუაგულში – ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ეგზოტიკურ, გლამურულ სერვისს, რომელიც გლემპინგის სახელით არის ცნობილი. შუაგულის სივრცეში 6 გლემპინგ კოტეჯი ბუნებისა და კომფორტის საუკეთესო სინთეზია. გლემპინგს ყველაზე ხშირად წყვილები სტუმრობენ, თუმცა ოჯახისთვისაც იდეალურია.

ზღაპრული — დეტალები

შუაგულის მარანი და ქართული ტრადიციული კუთხე – ქვევრის ღვინის დეგუსტაცია, თონეში პურის ცხობისა და ჩურჩხელის დამზადების მასტერკლასები.

ცალკე აღსანიშნია „შუაგულის“ ცნობილი ტბა და მასზე ნავით გასეირნება, ასევე თევზაობა… გარდა ამისა, გვაქვს საცურაო აუზიც – თუ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებთ, ზაფხულის ცხელი დღეები თბილისთან ყველაზე ახლოს, „შუაგულის“ აუზზე უნდა გაატაროთ, დაისვენოთ და გაირუჯოთ“, – განმარტავს „შუაგულის“ მმართველი მენეჯერი ტატა ავალიშვილი და დასძენს, რომ „შუაგულს“ ხშირად სტუმრობენ ფოტოსესიებისთვისაც.

რაც შეეხება „შუაგულში“ სტუმრობის და გართობის ღირებულებას, ამ ეტაპზე დასასვენებელ-სადღესასწაულო სივრცის მენეჯმენტს შემუშავებული აქვს პაკეტი „ერთი დღე შუაგულში“, რომლის ღირებულებაც 95 ლარია. ამ პაკეტით შეგიძლიათ დილიდან ახვიდეთ „შუაგულში“ გაისეინოთ ტბაზე, გაირუჯოთ აუზზე, უყუროთ ფილმებს ღია კინოთეატრში – მოკლედ დაისვენოთ, განიტვირთოთ და საღამოს დაბრუნდეთ სახლში. ამ ღირებულებაში შედის 2-ჯერადი კვებაც. თუ კოტეჯში დარჩენაც გსურთ, ერთი ღამის ღირებულება – 150 ლარია.

READ  რისთვის არის კარგი და ეფექტური მინერალური წყალი "ძუღური"

„შუაგულის“ მისამართია: მუხრანის ველი.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ზღაპრული „შუაგული“ – ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები. 18 აგვისტო, 2025. https://shenidasveneba.ge/ზღაპრული-შუაგული-ტბა-გ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ზღაპრული „შუაგული“ – ტბა, გულის ფორმის კუნძული, ბაღი, კოტეჯები [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network