29 იანვარს ქუთაისში +6 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმში დარია. დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
ჭიათურაში დღისით +3 ღამით კი -6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ახალციხეში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.
ბორჯომშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით 0, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.
გორშიც უნალექო დღეა. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღე -4 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოთოვს. დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვა. სიღნაღში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.