სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიმამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ მომლოცველსა და...

მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ მომლოცველსა და ტურისტს იზიდავს

წმინდა მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ მომლოცველსა და ტურისტს იზიდავს.

მე-19 საუკუნის წმინდა მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში. - Madloba

ბევრ ტურისტს აინტერესებს, რა უნდა ნახოს საქართველოში.

საქართველოს ღირსშესანიშნაობები მდიდარია მომლოცველთა ადგილებით, ერთ-ერთი მათგანია წმინდა მამა დავითის ტაძარი-xix საუკუნის არქიტექტურული ანსამბლი და საქართველოს ერთ-ერთი სალოცავი, რომელიც მდებარეობს მთაწმინდის ცენტრში.

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია — თბილისში, მთაწმინდის შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარი. თარიღდება 1859-1871 წლებით. თბილისის წმინდა მამა დავით გარეჯელის ეკლესია მდებარეობს მთაწმინდის ქუჩაზე.

თბილისის ტაძრები - მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

ისტორიული ცნობები: მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.

წმინდა დავით მამადავითის ეკლესია თბილისში. მომხმარებლის მიმოხილვა. ფოტოები და ვიდეოები. სამუშაო გრაფიკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ...

 XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს.

ეკლესია აგურითაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არა ისახება ნაგებობის შიდა სივრცეში. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი სარკმლის ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი ჯვარი. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის პატრონიკე. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან.

ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრიასიგრძე – 17,2, სიგანე – 10,7 მეტრიშენობაშიმგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი.

მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა. მანვე 1889 წელს   ტაძრის კედლები მოახატვინა.

XIX საუკუნის ძეგლია. დღევანდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია VI საუკუნის დასასრულს აგებულა. VI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიიდან საქართველოში საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი ჯგუფი მოვიდა ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად. ერთ-ერთი მათგანი მამა დავითი იყო, რომელმაც გარეჯის მონასტერი დაარსა.

გარეჯში წასვლამდე ის თბილისშიმოღვაწეობდა, მთაწმინდის აღმოსავლეთით, კლდეზე მას სენაკი გამოუჭრია. მამა დავითის მიერ ქვაბულის მიტოვების შემდეგ, ხალხმა მის პატივსაცემად მთას ”მამადავითი” შეარქვა. X-XI საუკუნეებში მამადავითის მთას მეორე სახელი – მთაწმინდა დაარქვეს. უძველესი ეკლესიის ადგილას IX საუკუნეში ახალი ტაძარი აუშენებიათ, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. X საუკუნეში აქ მონასტერიც დაარსებულა, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. პლატონ იოსელიანი წერს: “ჯერ კიდევ წმინდა დავითის ცხოვრებაში აქა აგეს ეკლესია დავითის მსახურებისათვის. IX საუკუნეში სხვა გაჩნდა, ქვისა, ივერიის ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი და მონასტრად სახელდებული, ათონელი ბერების გამგებლობაში მყოფი.” 1542 წელს შედგენილი წერილობითი წყაროები გვამცნობს, რომ საქართველოს კათოლიკოსს ბერად შემდგარ დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებისათვის მთაწმინდაზე ღვთისმშობლის ეკლესიის აშენების ნება დაურთავს.

1809 წელს გაბაშვილების მიერ აგებული ეკლესია დაანგრიეს. მის ნაშთზე ახალი ააგეს. დღევანდელ ტაძარს საფუძველი 1859 წლის 22 სექტემბერს ჩაეყარა, ეგზარქოსმა ევსევიმ ის მამადავითის სახელზე აკურთხა. ეკლესიის ინტერიერი 1889 წელს მოიხატა. 1891 წელს ეკლესიასთან სამრევლო საქალებო სკოლა დაარსდა.

ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს.

1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები