ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები"კავკასიის მთების სიამაყე" - აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს

“კავკასიის მთების სიამაყე” – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს

“კავკასიის მთების სიამაყე” – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი – Capra cylindricornis.
“მგონი ყველა პოსტში ამ სახელით მოვიხსენიებ “კავკასიის მთების სიამაყე” საოცარი ცხოველი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს ჩემში. ნახვა ერთია და ასე ახლოს რომ ხარ მათთან, კლდეებსა და მთის ქიმებზე, სულ სხვა შეგრძნებაა.
მეგონა ჭკუა ვიხმარე და ადრე დავიწყე მთაზე ასვლა, იქნებ თავზე წამოვადგე მეთქი, ვინ გაცადა, დარაჯად გამწესებულმა შუნებმა შორიდან დამინახეს და სტვენა მორთეს. ჯერ შორი იყო და არ დამფრთხალან, როგორღაც ქვების მოფარებითა და ფორთხვით ვუახლოვდებოდი, ბოლოს ისე ახლოს ამოვყავი თავი თავადაც ვერ მივხვდი. ფოტო რომ გადავიღე მივხვდი, შუადღის მთის მზე ძალიან აფუჭებდა ფოტოებს და საღამომდე მოცდა გადავწყვიტე. მოცდა კომფორტულ სავარძელზე ყავის სმას არ გულისხმობდა, ერთი ქვის უკან თოვლში ვიჯექი და ვცდილობდი მინიმალურად მემოძრავა, ძვლები რომ არ გამყინვოდა და თან ჯიხვებს არ შევემჩნიე.
რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მოსაღამოვდა და ჯიხვებიც ამოძრავდნენ. წყალსაგზალის ბედი რომ არ გამეზიარებინა(გავყინულიყავი) წამოვდექი და გავყევი ჯიხვებს. ერთ ქიმს რომ გადავადექი დავინახე უზარმაზარი რქები, სულ ალბათ ოციოდ მეტრში. მაშინვე ჩავიმალე და დაველოდე საით წავიდოდა ეს ხარი, იარა იარა და ჩემს წინ გამოვიდა კლდეზე(პირველი ფოტოებიც ამ ხარს ეკუთვნის) რამდენიმე ფოტო გადამაღებინა და შემდეგ წამებში გაუჩინარდა. მე მის ნაკვალევს გავყევი საპირისპიროდ, პატარა ნაპრალში გავძვერი და მთელი არვე ჩემს წინ აღმოჩნდა, მიწას გავეკარი და დიდხანს ვუღებდი სუნთქვააჩქარებული (წესით სუნთქვაშეკრულია ხოლმე ასეთ ამბებში, მაგრამ პირიქით იყო), მხედავდნენ მაგრამ არ მერიდებოდნენ. მოღამებისას წამოვედი და დავტოვე თავიანთ სამფლობელოში მშვიდად და აუფორიაქებლად.” – წერს ნიკა მელიქიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
“კავკასიის მთების სიამაყე” – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს | შენი დასვენება “კავკასიის მთების სიამაყე” – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს | შენი დასვენება “კავკასიის მთების სიამაყე” – აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომლის ნახვაც ყოველთვის აღტაცებას იწვევს | შენი დასვენება
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
24 წლის გიგა დაუშვილი გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის გიგა დაუშვილი გარდაცვლილი იპოვეს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები