პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაგართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

გართულებული ეპიდემიური ვითარება ქვეყნის მასშტაბით

მედიკოსების განცხადებით, ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკური პერიოდია. მაღალია მიმართვიანობა კლინიკებში. პედიატრიული განყოფილებები თითქმის სრულად შევსებულია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ფიქსირდება გრიპის გართულებული შემთხვევები, პნევმონია, განსაკუთრებით მოზარდებში. გავრცელებულია კორონავირუსიც.

მედიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში, სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

რეკომენდაციაა, გაიკეთონ აცრა, ატარონ პირბადე, მოერიდონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები. განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კი რისკჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდებენ.

გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი – გიორგი ფხაკაძე JN.1-ის მასობრივად გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  💉„სეზონური გრიპის და კოვიდის ვაქცინები უნდა იყოს უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები