ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენონ პიროტექნიკა.
„მოულოდნელი უცაბედი ხმაური, რომელსაც განათება სდევს თან, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ქცევის შეცვლას, სხვადასხვანაირია, ცხოველზე არის დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი განაბულები არიან ხოლმე, დამალულები, ზოგი ცხოველი იწყებს სირბილს ვოლიერში გარკვეული მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით სახიფათო ჩლიქოსნები – დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ და ამიტომ მათ თუ მიმართეს ასეთ აქტივობას, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ზიანდება ხოლმე ცხოველი, შეიძლება დაღუპოს კიდეც. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზეზით ზოოპარკში 2 ცხოველი დაიღუპა“, – აღნიშნა გურიელიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi