ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიგიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გამოიცა ახალი ენციკლოპედია

გიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გამოიცა ახალი ენციკლოპედია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმის, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გამოიცა ახალი ენციკლოპედია.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გთავაზობთ საქართველოში პირველ, ქართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონს, რომელიც გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ფხაკაძის რედაქტორობით.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონი (GPHD) – ქართულ ენაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში ტერმინოლოგიის და განმარტებების Open Access რესურსი.

ლექსიკონი შექმნილია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც იქნება ხელშემწობი სტუდენტებისთვის, დარგის სპეციალისტებისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვით კვლევისა და ზოგადად, სწავლის პროცესის გამარტივებისთვის.

ქართული და უცხოური სასწავლო-აკადემიური დაწესებულებების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და მოხალისეების დახმარებით, ჩვენ გთავაზობთ ამ ღია რესურსს.

ლექსიკონის შესახებ

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები