საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტებული კლინიკები კარგად მუშაობენ.
„აკრედიტებული კლინიკები კარგად მუშაობენ. ძალიან კმაყოფილი ვარ.
მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:
მედცენტრი / MedCenter ბათუმი
სოლომედი / SoloMed ბათუმი
Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა
��Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem
ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი
ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო
ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+
გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მასალის გამოყენების პირობები