პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურა„დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება...“

„დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება…“

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „პულსი“

სტუმარი: კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის  მედიცინის ცენტრის ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ხუბუა

თემა: პანკრეასის კიბო

„ძალიან მნიშვნელოვანია პანკრეასის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლება. სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოს დადგენა და მართვა ძალიან რთულია, თუმცა მედიკოსები დიდი ხანია ცდილობენ დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას, რომელთაც შემდეგ კლინიკურ პრაქტიკაში ვიყენებთ. პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებს. ეგზოკრინული ფუნქცია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და გამოყოფას გულისხმობს თორმეტგოჯა ნაწლავში, ენდოკრინული ფუნქცია კი, მნიშვნელოვანი ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რომლებიც შაქრის დონეს არეგულირებენ სისხლში. პანკრეასის კიბო ორ ძირითად ჯგუფად – კეთილ და ავთვისებიან სიმსივნედ იყოფა. საკმაოდ იშვიათია პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეები,  ავთვისებიანი კი, მართალია, ერთნაირი სიმწვავით ვითარდება როგორც ეგზოკრინული, ისე ენდოკრინული უჯრედებისგან, მაგრამ 95% მაინც ეგზოკრინულ უჯრედებზე მოდის.

სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება.

დაავადება ხშირად აბსოლუტურად უსიმპტომოდ ვითარდება და მეტწილად სწორედ  ამიტომ სრულდება ლეტალური შედეგით. ზოგად სიმპტომებად საერთო სისუსტე, წონაში კლება და სიყვითლე შეიძლება ჩაითვალოს. თუ სიმსივნე პანკრეასის თავშია ლოკალიზებული, მაშინ სიყვითლით, წონაში კლებით და სტეატორეით ხასიათდება, პანკრეასის კუდსა და სხეულში ლოკალიზებული სიმსივნე კი, ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ან მუდმივი, ან ელვისებრი ან მოვლითი ხასიათისაა და გვერდით, ან ზურგის არეში გადაიცემა. მართალია, სიყვითლე ამ შემთხვევაშიც აღინიშნება, მაგრამ ის უფრო ღვიძლის მეტასტაზურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირად სიყვითლეს თან ახლავს მუქი ფერის შარდი და ღია ფერის განავალი, რაც მეტად სახიფათოა და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პანკრეასის კიბო მეტწილად მუცლის ღრუში, ღვიძლსა და ფილტვში, შედარებით ნაკლებად ძვლებზე და ჭიპის მიდამოში ვრცელდება“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.

მისი თქმით, პანკრეასის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაგრამ მთავარ რისკ-ფაქტორებად მაინც არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა და კონტაქტი კიბოს გამომწვევ შხამქიმიკატებთან, „შეიძლება, ქრონიკული დაავადებები – და გენეტიკური წინასწარი განწყობა  ჩაითვალოს. სწორედ ახლო ნათესავებში ძუძუს, საკვერცხეების, კოლორექტალური და პანკრეასის კიბოს არსებობა  წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს.  ახლო ნათესავის პანკრეასის კიბოთი დაავადება 4-ჯერ ზრდის მემკვიდრეში ამავე დაავადების განვითარების რისკს. შესაბამისად, პაციენტებმა, ვინც წინასწარაა გენეტიკურად განწყობილი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევა, თუმცა დაზუსტებით არც სკრინინგის პერიოდულობა და ზუსტი დროა დადგენილი.

პანკრეასის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ შორს წასული დაავადების ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის ოპერირების სირთულის შემთხვევაშია გამართლებული“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 17, 2025
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

17 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები