2 ივნისს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართება

პროფ. გიორგი ფხაკაძე

2 ივნისს, 12:00 საათზე, ქ. ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას სლოგანი – ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებს.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება.

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ივნისს — დეტალები

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან ( შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო) 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ადგილწარმოშობის ღვინოები 2 ივნისს ფესტივალზე საზეიმოდ გამოვლინდება.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“, დღის მანძილზე გაიმართება სხვადასხვა გათამაშებები და შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალის წარმდგენია არემჯი, მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, საქპატენტი.

არემჯი 2022 წელს ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს და გახდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.

დამატებითი ინფორმაცია

ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

READ  მარტვილის კანიონი -  საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლი

შენი დასვენება. (2025). 2 ივნისს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართება. 1 სექტემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/2-ივნისს-ბოლნისის-ადგილწა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. 2 ივნისს ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი 2024 გაიმართება [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/2-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%ac%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network