ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაკრედიტაციააკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

გიორგი ფხაკაძე მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

„აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ეს დიდი პატივია. სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკძემ.

მისივე თქმით, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
„საქართველოში, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – აღნიშნა კრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ.გობრონიძის 10
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  „საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების მისაღებად“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები