სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი. ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას და ერთი ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი ხუთ კილომეტრიანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთი საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.

ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
როდესაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები ავადობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, პაციენტის მოვლა შესაძლოა გართულდეს, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაზე

როდესაც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები ავადობის გამო ვერ მიდიან სამსახურში, პაციენტის მოვლა შესაძლოა გართულდეს, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებაზე

დეკემბერი 3, 2024
რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

თუ შალის სვიტერი კანის ქავილს იწვევს – ეს რჩევა წაიკითხეთ

დეკემბერი 2, 2024
როგორ იპოვოთ ჰობი, რომლითაც შეძლებთ ფულის გამომუშავებას

როგორ იპოვოთ ჰობი, რომლითაც შეძლებთ ფულის გამომუშავებას

3 დეკემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები