„ლიკანი“
უნიკალური ბუნებრივი სუფრის სამკურნალო წყალი, გაჯერებული ქიმიური ელემენტებით, ზომიერად შეიცავს მინერალურ–იონურ კომპლექსს.
მისი თავისებურებაა — ჰიდროკარბონატების, მაგნიუმის და კალციუმის განუმეორებელი თანაფარდობა. “ლიკანი” უხვად არის გაჯერებული ბუნებრივი გაზით და იდეალურად კლავს წყურვილს.
ნახშირორჟანგის დახმარებით მინერალური წყალი 1500 მეტრის სიღრმიდან ამოდის და მას განუმეორებელ და მსუბუქ გემოს ანიჭებს. წყაროები ბორჯომის ხეობაში ზღვის დონიდან 810 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.