პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე

სვანეთი კოშკების მხარე — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე

სვანეთი — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთი კოშკების მხარეა, აქ 200-მდე კოშკს ითვლიან, ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა. კოშკებს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ.

სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. საღამოობით მესტიის კოშკები განათებულია და ულამაზესი სანახავია. სვანეთში შემორჩენილია ასამდე ეკლესია. სვანური ეკლესიები მცირე ზომისაა. ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV საუკუნეებშია შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი ერთადერთი მხარე საქართველოში, სადაც ეკლესიებს გარე ფასადებზე აქვთ ფრესკები.

მესტია – მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. დაბა – 1968 წლიდან. მდებარეობს მდინარეების მესტიაჭალა და მულხურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1500 მ. იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. მესტია მდებარეობს თბილისიდან 456კმ, ხოლო ზუგდიდიდან 128 კმ-ზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით. მესტიაში 2010 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გაიხსნა, სადაც რეისები ნატახტარიდან და ქუთაისიდან სრულდება.
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIIIXIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერებით; სეტის წმინდა გიორგის სახელობის და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი897, და სხვა).

დაბაში არის ადმინისტრაციული,კულტურის განათლებისჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები. ასევე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიმიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე) და სახლ-მუზეუმი, მარგიანების მუზეუმი (მაჩუბი).

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები