საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

მე-11-ე საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოვლის გორგასლისდროინდელი ტაძარი დაზიანებული იყო. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკის ძემ ტაძრის ახალი პროექტი შექმნა. ჯერი აშენებაზე მიდგა.

სვეტიცხოვლის სამშენებლო ხარჯები მთლიანად თავის თავზე აიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მეორემ და მისმა ძმამ კონსტანტინემ. მათ სვეტიცხოველს კესტორიის მონასტერი და 105 სოფელი შესწირეს.

ამ ფაქტმა მრავალ ქართველს ელინოფილური “გრძნობები” გაუღვივა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბიზანტიის ერთმორწმუნე იმპერატორები თან სვეტიცხოვლის მშენებლობას აფინანსებდნენ და თან ქართულ მიწებსაც ისაკუთრებდნენ. მიიტაცეს სპერი, ბასიანი, იმიერ ტაო, თვალი ეჭირათ ამირ ტაოზეც და სრულიად საქართველოზეც…

- Advertisement -
Ad imageAd image

1027 წელს ჭაბუკი მეფე გიორგი პირველი გარდაიცვალა და ტახტზე მის ცხრა წლის ვაჟი ბაგრატ მეოთხე ავიდა. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე იჯდა კონსტანტინე, რომელიც სვეტიცხოვლის “შენებასა” და ქართული სახელმწიფოს ნგრევას თანაბარი ძალისხმევით აგრძელებდა.

საქართველოს ჩვილ მეფეს განუდგა და იმპერატორს ეახლა ბანელი ეპისკოპოსი იოანე, საბერძნეთის გზას გაუდგა ტაო-კლარჯეთის აზნაურთა დიდი ნაწილი. ისინი იმპერატორის ქვეშევრდომობას ანუ ბიზანტიის მოქალაქეობას ითხოვდნენ.

ეს საქართველოს სრული დაპყრობის ლეგიტიმურ საბაბად მიიჩნია იმპერატორმა კონსტანტინემ და პარკიმანოზ პრუედრიოსის სარდლობით საქართველოში უძლიერესი არმია გამოგზავნა. ტაოს, კლარჯეთის, ჯავახეთის, კოლას, არტაანის, თრიალეთის აზნაურების დიდი ნაწილი ერთმორწმუნე და სვეტიცხოვლის დამაფინანსებელი “დიდი მეზობლის” მხარეს გადავიდა.

ამ დროს ხმალი აიღო ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, მას შეუერთდა ეზრა ანჩელი. საბამ და ეზრამ მამულიშვილ აზნაურთა მცირე ჯგუფთან ერთად ტბეთის ტაძართან მცირე სიმაგრე ციხე აღმართეს, რომელსაც სუეტი უწოდეს, იქ გამაგრდნენ და ომი გამოუცხადეს ბიზანტიის იმპერიას.

პრუედრიოსმა იოვანე ხარტულარის შენაერთი გაგზავნა ტბეთის ასაღებად. ტბეთის სვეტი არ დაეცა. მაშინ ბიზანტიელებმა დემეტრე გურგენის ძე ბაგრატიონი (კონსტანტინოპოლში გადახვეწილი კლარჯი უფლისწული) გამოაცხადეს საქართველოს ტახტის კანონიერ პრეტენდენტად და ტბეთისკენ წარგზავნეს. დიდძალი საფასურიც შესთავაზეს საბა მტბევარის რაზმელებს, თან სვეტიცხოვლის შენებაც არ შეუწყვეტიათ!

- Advertisement -
Ad imageAd image

საბა — დეტალები

ვერც მტრის მრავალრიცხოვნებამ, ვერც დემეტრე ბაგრატიონის ფსევდოლეგიტიმურობამ, ვერც ქრთამმა და ბიზანტიელთა ერთმორწმუნეობამ ვერ გასტეხა საბა მტბევარი. ის ხმლით ხელში ებრძოდა მტერს და სიტყვით აფხიზლებდა ქართველებს:

READ  აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი - ძირითადი მიზნები და აქტივობები:

,,მტერი, რომელიც ერთმორწმუნეობით, ქველმოქმედებითა და ლეგიტიმურობით ვაჭრობს, გაცილებით ბილწია, ვიდრე ურჯულო მტარვალი!” – ეს იყო საბა მტბევარის კრედო.

ტბეთის სვეტი ვერ აიღო ბიზანტიის ლაშქარმა. იმპერატორი კონსტანტინე სასიკვდილო სენმა შეიპყრო, არმია უკან გაიწვია, საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა!

მას მერე დაწესდა, რომ ტბეთის ეპისკოპოსი ხმალშემორტყმული უნდა ყოფილიყო საეკლესიო რიტუალთა შესრულებისასაც, საეკლესიო კრებაზეც და სამეფო დარბაზობაზეც. ასეთი პატივი თვით ჭყონდიდელებსა და გვიანი საუკუნეების კახეთის სარდალ მთავარეპისკოპოსებსაც კი არ ღირსებიათ.

მიზეზი მარტივია: ჭყონდიდელიც და კახელი მღვდელმთავრები ურწმუნოებს ებრძოდნენ, ხოლო საბა მტბევარი სვეტიცხოვლის აშენებითა და ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მაცდურს შეერკინა.

მტბევარის ხმალს მარად უნდა შეეხსენებინა ქართველთათვის, რომ მტერთა შორის ყველაზე საშიში, გამრყვნელი და ბილწი, ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მტერია!”

სიმონ მასხარაშვილი,

ისტორიკოსი

საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა | შენი დასვენება

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა. 10 ივლისი, 2025. https://shenidasveneba.ge/საბა-მტბევარის-ხმლის-წყა/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a2%e1%83%91%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515

იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად

ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314

READ  ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network