პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიროგორია Georgian Wings-ის ზაფხულის განრიგი და რა მიმართულებებზე იფრენს ავიაკომპანია

როგორია Georgian Wings-ის ზაფხულის განრიგი და რა მიმართულებებზე იფრენს ავიაკომპანია

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს გაზრდილი მიმართულებებით და სიხშირეებით ხვდება. როგორც AviaNews-ს კომპანიაში განუმარტეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Wings-ი შეასრულებს როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ ფრენებს.

Georgian Wings-ი ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს პრაღის, კიშინაუს, ბაქოს მიმართულებით. ასევე უკვე დამტკიცებულია ჩარტერული ფრენების პროგრამა თეირანის და შარმ ელ შეიხის მიმართულებით.

თუმცა როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ზაფხულის განმავლობაში ავიაკომპანია ახალ მიმართულებებს აუცილებლად დაამატებს.

დღეს დამტკიცებული განრიგის თანახმად, Georgian Wings-ი თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაზე კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს.

რაც შეეხება თბილისი-კიშანაუ-თბილისის მიმართულებას, Georgian Wings-ი რეისებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. რეისები ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი Georgian Wings-ი ფრენებს 7 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ანუ ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს.

ჩარტერული ფრენების პროგრამა კი მოიცავს ფრენებს თბილისი-თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ასევე თბილისი-შარმ ელ შეიხი-თბილისის საჰაერო ხაზზე. თეირანის მიმართულებით Georgian Wings-ი ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს და ფრენები შესრულდება ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ხოლო შარმ ელ შეიხის მიმართულებაზე Georgian Wings-ი კვირაში 1 სიხშირით იოპერირებს და ფრენები ყოველ კვირა დღეს სრულდება.
შესაბამისად ამ დროისათვის გაწერილი განრიგის მიხედვით Georgian Wings-ი კვირაში 12 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის 2 Boeing-ით ოპერირებს.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები