პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს - ახალი...

რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს – ახალი და ძველი, თბილისში ტელეანძა

ახალი და ძველი – თბილისში ტელეანძა 1955-56 წლებში აიგო. ნაგებობა 185 მეტრის სიმაღლის იყო და მისი აშენების შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობაც დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. 1972 წელს თანამედროვე დიზაინის ანძა აიგო, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს გადაიტანეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ძველი ანძის რესურსები შეზღუდული იყო და მას არხების გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, მისი ჩანაცვლება გადაწყდა. 1972 წელს თანამედროვე დიზაინის ანძა აიგო, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქს. ძველი ანძა კი ქალაქ გორთან ახლოს გადაიტანეს. რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს
ამჟამად ანძის სიმაღლე 277.5 მეტრია. 2017 წლამდე ის 274.5 მეტრის სიმაღლის იყო, თუმცა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი — სუპერტურნიკეტული ანტენა დაემატა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა.
თბილისის ანძა ევროპის უნიკალური ანძების სიაშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ მისი კონსტრუქციის პროექტზე კიევის მეტალოკონსტრუქციების კვლევითმა ინსტიტუტმა იმუშავა. მათ ეკუთვნით ასევე კიევისა და ერევნის ანძის პროექტებიც, რომლებიც თბილისის ანძის მსგავსია.
თბილისის ანძა წითელი და თეთრი ფერისაა, რაც საერთაშორისო სტანდარტს იმეორებს და თავისი ფუნქციაც აკისრია.
რადიაციული გამოსხივება აქვს, მაგრამ ისეთი არა, აქ მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ანძის გამოსხივება არ შედის იმ რადიაციულ გამოსხივებათა რიცხვში, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები გამოყოფენ.
რატომ წითელი და თეთრი? ეს მარადიული კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს. ტელეანძის ეს ფერები სტანდარტია, მფრინავმა ობიექტმა რომ კარგად შეამჩნიოს. 46 წლის განმავლობაში ანძა რამდენჯერმე შეიღება.
ქარის დროს, ბუნებრივია, რომ მასაზე ხდება დაწოლა. აქვს თავისი გადახრის საპროექტო მაჩვენებელი. მისი გადახრის დასაშვები ნორმა ორივე მხარეს 9 მეტრია.
ეს არის მაქსიმალური შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ანძა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ქარის დროს საგრძნობლად შესამჩნევია მისი რხევა. 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი. რკინა-ბეტონის „პადუშკებზე“ ზის და მიწას მიჰყვება.
მოციმიცე ნათურები წლების წინათ დამონტაჟდა და ის ეიფელის კოშკის დამპროექტებლებმა გააკეთეს. ფრანგული კომპანია ნათურებს ოთხი თვე ამონტაჟებდა.
ანძაში, 160 მეტრამდე, ანუ მრგვალ შენობამდე, მთავარი ლიფტით ავდივართ. მრგვალი შენობიდან ზემოთ კი – ორკაციანი პატარა ლიფტით, სადაც აპარატურაა განლაგებული, მთლიანობაში 400 კვადრატული მეტრი ფართობია. საერთო ჯამში, ანძას 80-მდე თანამშრომელი ჰყავს.
თბილისის ანძა – ტელეანძა, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს მთაწმინდის პლატოდან, ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას. ანძა ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს და იგი თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ანძა ქარის დროს 5 მეტრზე იხრება, კონსტრუქცია კი 9-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.
კონსტრუქცია რუსეთის ერთ-ერთ ქარხანაში დამზადდა და მთაწმინდაზე, რუსთავის სტალკონსტრუქციების სამშენებლო სამმართველო „ტრესტმა“ ააშენა. უსაფრთხოების ზომები იმდენად იყო დაცული, რომ მშენებლობის პროცესში არავინ დაზარალებულა.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები