ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებინოჯიხევის სამონასტრო კომპლექსი - საქართველოში ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესია და მასთან მდებარე საცხოვრებელი...

ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსი – საქართველოში ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესია და მასთან მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი

ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსი (დღეს – ნანგრევები) — საქართველოში ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესია და მასთან მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი სოფელ ნოჯიხევში, მარტვილის მუნიციპალიტეტი.
1977-1980 წლებში აკადემიკოსმა პარმენ ზაქარაიამ და მისმა ჯგუფმა, რომლებმაც ჩაატარეს ექსპედიცია ძველი ეგრისის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური მასალების მოპოვების მიზნით, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, გათხარეს ორი გორაკიდან ერთი, უფრო მომცრო გორაკი. ამ გათხრამ ყოვლად უსახო დარბაზული ეკლესიის ნაშთები გამოავლინა და რადგან იგი დადგმული იყო საინტერესო, კაპიტალურად ნაგები ტაძრის ტერიტორიაზე, გადაწყდა მისი მოხსნა.
დარბაზული ეკლესიის აღებამ, არქეოლოგიური მასალის მხრივ, ბევრი არაფერი მოიტანა, მაგრამ გამოაჩინა არქიტექტურის მშვენიერი და იშვიათი ძეგლის ნანგრევები. ტაძარი რვა აფსიდიანი აღმოჩნდა. ნოჯიხევის ეკლესია ერთადერთია საქართველოში. მრავლაფსიდიანი ტაძრების თემა, ცნობილი მეცნიერის გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში ჩნდება და ამავე ეტაპზე ამთავრებს თავის არსებობას. ამ ტიპის ძეგლებია: ბოჭორმა, კაცხი, ოლთისი ციხის ეკლესია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტაძარი მრავალაფსიდიანია, მაგრამ არა — რვა.
რვააფსიდიანი ტაძარი — ეს სრული სიახლე იყო არამარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის: ასეთი ტიპის ტაძარი საქართველოში ნოჯიხევამდე ცნობილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ძალიან დაზიანებულია, მისი გეგმის დადგენა მაინც მოხერხდა. ეკლესიას შიგნიდან რვააფსიდი ჰქონდა, გარედან კი – მრავალწახნაგა იყო. ეკლესიას სამი კარიბჭე ჰქონდა: დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის. უკანსკნელი ორი კარიბჭე გვიან ამოუშენებიათ. დასავლეთის კარიბჭე, როგორც მთავარი დანარჩენ ორზე ცოტათი განიერია. ცენტრალურ გუმბათქვეშა ფართობის გარშემო აფსიდები რადიალურადაა განლაგებული და ერთიან სივრცეს ქმნის. აფსიდების წრიული მოხაზულობა ყველგან ერთნაირი არ არის. შედარებით დიდია ის აფსიდები, რომლებშიც კარებია გამოჭრილი საკურთხევლის აფსიდის მოხაზულობა სხვა აფსიდების ზომისაა. საკურთხეველი ეკლესიის დარბაზის დონეზე ორი საფეხურით მაღალია. შუაში, აღმოსავლეთის კედელთან ტრაპეზის ქვაა მიდგმული.
გუმბათი შიგნიდან როგორ იყო გადაწყვეტილი ზუსტად არ დგინდება. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუმბათის ყელზე გადასვლა აფრული ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გარედან უფრო დაზიანებული ყოფილა, ვიდრე შიგნიდან, კარგად ჩანს, რომ ცოკოლსა და საძირკველს წრიული მოხაზულობა აქვთ, ხოლო ზემოთ თვით კორპუსი წახნაგოვანი ყოფილა.
საძირკველი ნაგებია ყორექვით, ხოლო ორსსაფეხურიანი ცოკოლი — თლილი ქვით. ცოკოლი შენობის ირგვლივ კარგადაა შერჩენილი. ზედა კორპუსისგან კი მოღწეულია მხოლოდ სამი გვერდი ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ისიც ნაწილობრივ. სწორედ ამ ნაშთით ირკვევა, რომ ტაძრის კორპუსი წახნაგოვამი ყოფილა.
ტაძარი გარედან მოთეთრო კირქვის კარგად თლილი კვადრებით ყოფილა შემოსილი, ხოლო შიგნიდან — თლილი, პატარა ზომის შირიმის ქვით. შირიმში აქა-იქ გარეულია სხვა ტიპის მომწვანო ქვაც.
ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები, რომლებიც შესრულებულია ისეთივე კირქვის ფილებზე, როგორითაც ტაძრის ფასადებია შემოსილი.
ნოჯიხევის ტაძრის დათარიღებისთვის წერილობითი წყაროები არ მოიპოვება. ნანგრევებში აღმოჩენილი წარწერის ოცდაათიოდე ფრაგმენტის რაიმე სისტემით დალაგება შეუძლებელია. ასოები ჩაკვეთით არის შესრულებული. წარწერები შეღებილი ყოფილა წითელი საღებავით — სინგურით. ეს ნიშნები დამახასიათებელი ყოფილა X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნისთვის. ტაძრის ფასადები ძალზე დაზიანებულია. ადგილზე არსებული და ნანგრევებში ნაპოვნი ფრაგმენტებიდან ზოგიერთ გარკვეულ დეტალზე დაყრდნობით ძეგლის გარეგანი სახის ვარიანტი ისახება. მრავალაფსიდიანი ძეგლების უმრავლსეობა ქოლგისებური გადახურვით გამოირჩევა. ნოჯიხევის ტაძრის შემთხვევაშიც ნანგრევებშიც აღმოჩენილმა ფრაგმენტებმა დაადასტურა ქოლგისებური გადახურვის შესაძლებლობა. ერთი ზომისა და პროფილის, ერთნაირი დეკორატული დამუშავების ქვებიდან, რომლებიც ნაპოვნი იქნა ნანგრევებში, აიწყო ხერხულა კარნიზი, რომელიც 90° კუთხეს ქმნის. საბოლოოდ მეცნიერებმა არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზის საფუძველზე ნოჯიხევის რვააფსიდიანი ტაძარი X-XI საუკუნეებით დაათარიღეს.
მოხატულობა ტაძარში არაა შემორჩენილი, მაგრამ როგორც მეცნიერები ფიქრობენ ეკლესია მოხატული იყო. ამის მაუწყებელია, ჩრდილო ფასადების ზედაპირით ნაჭდევებით დამუშავება, ბათქაშის გასამაგრებლად. ეკლესია რელიეფებიდაც ყოფილა მორთული. ამათგან მოაღწია ერთადერთმა — ხარის თავმა, რომელიც ამჟამად ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული
X საუკუნის ბოლო პერიოდის ქართული ტაძრების ფასადების მორთულობის აუცილებელ ელემნტს წარმოადგენს თაღნარი. ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილი რამდენიმე დეტალი სწორედ ფასადის თაღნარით მორთვას ადასტურებს.
თაღნარის გარდა ფასადებს სხვა მდიდრული მორთულობაც ახლდა. მათ შორის აღსანიშნავია სარკმლებისა და კარიბჭების მორთულობა თითოეულ მათგანზე მცირე მონაცემები მოიპოვება. შედარებით უკეთაა წარმოდგენილი სარკმლის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებიდან შემორჩენილი ორი სარკმლის თაღი, არშიასთან ერთად არის ფარდულიც. ამის გარდა სარკმლის გვერდების მოჩარჩოების პროფილიანი ქვები ათამდე შემორჩენილი.
ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ათიოდე ნაბიჯზე ნაპოვნია ხარის სკულპტურა. ეს სკულპტურა აშკარად პერპენდიკულარულად იჯდა, მაგრამ თუ სად — უცნობია. ვარაუდობენ რომ ხარის თავის სკულპტურა თავის წყვილთან ერთად პორტალის თაღის გვერდებზე უნდა ყოფილიყო.
ნუმიზმატიკური მასალებიდან აღსანიშნავია ის მონეტები, რომლებიც აღმოჩნდა ნაგებობების ირგვლივ. ერთი მონეტა უშუალოდ ტაძრის ნანგრევებშია ნაპოვნი, იატაკის დონეზე. თერთმეტი მონეტა, განძის სახით ნაპოვნია ჩრდილო-აღმოსავლეთით 50-იოდე მეტრზე, გალავანთან (ქოთანში). სამი მონეტა კი ტაძრის გარშემო იპოვნეს. მონეტები ვერცხლისაა და კარგადაა შენახული. მათი ნაწილი ტრაპიზონის საკეისროსია, ნაწილიც სელჯუკური (XIII საუკუნე).
დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ-სათესი ნაკვეთები აქვს. ნოჯიხევისთვის გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არავის მიუხედავს. კომპლექსი მიწამ, მტვერმა და მცენარეებმა დაფარა. ტაძრის ტერიტორიაზე შემორჩენილი უნიკალური ნაგებობები მოუვლელი და მიტოვებულია. ყოველი ახალი დღე მას ართმევს უნიკალურ ნიმუშებს, რომლითაც ასე ამაყობს ისტორია.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები