ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურამონუმენტი "საქართველოს მატიანე"

მონუმენტი “საქართველოს მატიანე”

მონუმენტი “საქართველოს მატიანე” ქვების სვეტებისგან შექმნილი მონუმენტია, რომელიც თბილისში, ნაძალადევის რაიონში თემქაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს.
ძეგლი 1980 წელს შეიქმნა. მისი ავტორია ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი.
image
მონუმენტზე სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენები და ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების სიუჟეტებია გამოსახული.
„საქართველოს მატიანე“, 35 მეტრის სიმაღლის 16 სვეტისგან შედგება და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. 12 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი მონუმენტის სვეტები სამ ნაწილადაა დაყოფილი და სხვადასხვა ისტორიულ-რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენებითაა დატვირთული.
ქვაში შესრულებულია უფალთან დაკავშირებული დიდი დღეებისა (ბზობა, საიდუმლო სერობა, აღდგომა, ხარება, სულთმოფენობა, ფერიცვალება) და ქრისტეს ცხოვრების ამსახველი რელიეფები, ასევე “შუშანიკის წამება“, „გუთნის დედა“, წმინდა ნინოს ცხოვრება, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები, 13 ასირიელი მამა, ქართველ პოეტთა საუკეთესო ლექსები, ქართველი მეფეების, მწერლების, წმინდანებისა და ცნობილი ადამიანების ძეგლები (რომლებმაც დიდი ღვაწლი გაიღეს ქვეყნისთვისა და ხალხისთვის) და სხვა.
აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მოქმედი ეკლესიაც. მისი მშენებლობა 2005 წლიდან დაიწყო და ნელ-ნელა უკვე დასასრულს უახლოვდება. წინა, შესასვლელ კედელზე გამოსახულია რვა ტაძარი: სვეტიცხოველი, ბაგრატი, გრემი, ანანური, ჯვარი, გელათი, მაღალაანთ ეკლესია და ალავერდი. ფრესკები მოზაიკურ სტილშია გადაწყვეტილი და მინანქრითაა შესრულებული. აქვე დავინახავთ საკურთხეველთან არსებულ ვიტრაჟებს, რომელიც განსხვავებულ იერს სძენს ტაძარს. როდესაც მას მოინახულებთ, იფიქრებთ, რომ მსგავსი რამ არსად გინახავთ და მართალიც იქნებით, რადგან მინანქარში შესრულებულ ფრესკებს ანალოგი არ აქვს. ეს და ბევრი სხვა გამომსახველობითი საშუალება ამ ტაძარს არაჩვეულებრივ ხელოვნების ნიმუშად აქცევს, რომელსაც გულგრილად გვერდს ვერ ჩაუვლით. პირადად ვნახე ის პროცესი თუ როგორ ხდებოდა ესკიზი ულამაზესი ფერებით შემკული ფრესკა, რაც ნამდვილად მხატვრებისა და მთლიანად იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომელიც თავის საქმეს დიდი სიყვარულით ასრულებს.
image

გარდა ძეგლის უნიკალურობისა, ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც არანაკლები ემოციებით აავსებს მნახველს.

მონუმენტამდე ასასვლელად ორი გზაა, თუმცა მთავარ შესასვლელთან საფეხმავლო ბილიკი – დიდი და გრძელი კიბეები ადის, სადაც დგას იონური ორდერები (ძველბერძნული ტიპის სვეტები). ისინი ერთმანეთთან ანტონიმურ დამოკიდებულებაში მოდიან, რადგანაც მარჯვენა სვეტი მთელი და გამართულია, მარცხენა კი ჩამონგრევის პირასაა და რაღაც აბსტრაქტული ძალის წყალობით თუ დგას კიდევ ფეხზე. მეტაფორულად ალბათ ორივე ერთსა და იმავეს აღნიშნავს – იმას, რის სანახავადაც კიბეებს ავივლით, რის გამოც ვიბრძოდით, გვიყვარდა და გვწამდა – საქართველოს და მის ისტორიას. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ის ორივე სვეტის განსახიერება იყო.მონუმენტი მშენებლობა დაიწყო 1970 წელს, როგორც ამას ასასვლელთან არსებული წარწერა გვატყობინებს. ადგილიც ისეთია შერჩეული, რომ გადმოჰყურებს ქალაქს და თითქოს სრულად ითავსებს მემატიანის ფუნქციებს. იგი მოიცავს 16 სვეტს, მემორიალურ საფლავს, დასავლეთით განთავსებულ ბრინჯაოს ხუთ გრაგნილს, რომლითაც ეს თუ ის ისტორიაა მოთხრობილი (მაგ. პომპეუსის ლაშქრობა, შუშანიკის წამება და ა.შ), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს და გარშემო არსებულ დარბაზებს.

სვეტების სიუჟეტური ხაზი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი და საბაზისო ნაწილი იწყება ბიბლიური ფრაგმენტებით, მოთხრობილია ქრისტეს ცხოვრებაზე. მეორე ძირითად ნაწილში გამოსახულნი არიან საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პირები ან ქრონოლოგიურად დალაგებული მოვლენათა ჩამონათვალი. მესამე ნაწილი ყველაზე მაღლაა და მასზე წარმოდგენილია ასევე ჩვენი ისტორიის გამორჩეული მომენტებით. აღნიშნული სიუჟეტები ულამაზესი ჰორელიეფებით არის გამოსახული.

მეორე ნაწილზე უკვე კონკრეტული პიროვნებებია, მეფეები იყვნენ თუ მწერლები, მხედართმთავრები თუ სასულიერო პირები, ყველა მათგანს საერთო მიზანი -საქართველოს კეთილდღეობა აერთიანებდა. ისინი, ვინც საკუთარი მოღვაწეობით წერდნენ ისტორიას და უკეთესობისკენ ცვლიდნენ მომავალს. ზურაბ წერეთელი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, ყველა გმირს ლექსი აქვს მიძღვნილი, რომელიც საკმაოდ მაღლაა გამოსახული და არც თუ ისე მარტივი წასაკითხია (დაინტერესების შემთხვევაში, დაბლა დართულია აღნიშნული ლექსების სრული ჩამონათვალი). მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე სტროფია თითოეულზე, მაინც დაინახავთ მათი მოღვაწეობის რთულ და სახელოვან გზას. ასევე ქრონოლოგიაა წარმოდგენილი, რომელიც უძველესი დროიდან 1999 წლამდე ყველაფერს ლაკონიურად მოგვითხრობს. მთავარი შესასვლელის პირველი სამი სვეტის წინა მხარეს გამოსახულია შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი და ზოგადად მემატიანის სახე. ამით საქართველოს კულტურული და სახელმწიფოებრივი აღმავლობის დიდი მაგალითია ნაჩვენები – ის, რამაც დასაბამი მისცა ოქროს ხანას. მემატიანე კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგანაც რომ არა ამა თუ იმ დროში მოღვაწე სწავლულები და მათი ნაშრომებით ჩვენამდე მოღწეული ძველი საქმენი, დღეს ვერ ვიქნებოდით ასეთი ამაყნი საკუთარი ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არაზუსტი მეცნიერებაა, ერთი და იგივე ფაქტის სხვადასხვა წყაროში გადამოწმების, არქეოლოგიური მასალებისა და ანალიტიკური აზროვნების წყალობით, მაინც გვაქვს საშუალება ვიცოდეთ რა ხდებოდა უწინ და ვისწავლოთ მისგან. თუმცა როგორ ბერნარდ შოუ ამბობდა, „ერთადერთი, რაც ისტორიამ შეიძლება გვასწავლოს ეს ის არის, რომ ადამიანები ისტორიისგან არაფერს სწავლობენ.“ (სვეტების სამივე ნაწილზე გამოსახული ინფორმაციის სანახავად დაბლა დართულია ასევე დეტალური სია და გრაფიკულად წარმოდგენილი მდებარეობა.)

მესამე ნაწილი კი ჰორელიეფებით გამოსახული მოვლენებია – ბრძოლები, კულტურული აღმასვლები, პერსონები და ეს ყველაფერი გვახვედრებს, რომ იმდენად დიდია ჩვენი ისტორია ამ 35 მეტრიან სვეტებზეც კი ძლივს ეტევა.

არქიტექტურულ-სკულპტურულ მონოლითს ზემოდან თუ დავაკვირდებით, დრონის მეშვეობით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ჯვრის ფორმა აქვს; ჯვრის ფორმისაა ასევე ჩარჩოებიც. კომპლექსის შუაგულში განთავსებულია სიმბოლური საფლავი იმ მეფეებისა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან დაკრძალული.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები