მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელი დაიპყრო, 34 წლის ალექსანდრე ალიმბარაშვილია.
საოცრად მღერის ალექსანდრე ალიმბარაშვილი…
„თავისუფალ დროს, როცა არ მაქვს ტური, ვცდილობ დამატებითი შემოსავლისათვის ვიმუშაო ბოლტის აპლიკაციით…
დღის განმავლობაში ბევრი დასტრესილი ადამიანი მხვდება. ვცდილობ, რომ მუსიკით გავაქარწყლო მათი პრობლემები. უმეტესად მიღებენ ვიდეოს, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. იმედია, ეს “აფეთქება” სწორად გაგრძელდება და ვეცდები ხალხის იმედები გავამართლო”, – ამბობს ალექსანდრე ალიმბარაშვილი.
ალექსანდრე 5 წლის ასაკიდან მღერის და სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2012 წელს მუსიკალურ პროექტში – „ახალი ხმა“ – იღებდა მონაწილეობას.
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის და მართვის მიმართულებით, მეორად პროფესიად არჩეული ჰქონდა ტურიზმი). ასევე დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური განყოფილება – პროფესია: ვოკალი). პატარაობაში გახლდათ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „მამულის“ სოლისტი. 11 წელი დადიოდა კალათბურთზე ბატონ ნიკოლოზ დერიუგინთან.
უყვარს ცურვა, ფეხბურთი, კრივი. აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია „ალექსტურ ჯორჯია“, რომელიც თითქმის 10 წელია ემსახურება როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს. მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკავია მუსიკას.
ჰყავს 7 წლის ქალიშვილი მია ალიმბარაშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია, სწავლობს კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესში’’, მე-2 კლასში.
ასევე ცეკვაზე დადის ქალბატონ თეა დარჩიასთან.