შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?

ლამპრობა – როგორ აღინიშნება ლამპრობა?

ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ ტარდება, ანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში და მირქმის დღესასწაულის აღსანიშნავად.

უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ ლამპრობა მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, თებერვალში იმართება.

მისი მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვაა.

სვანეთში ლამპარს წელიწადში სამჯერ ანთებენ. პირველად წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჟკაცების ლამპრობის დროს, შემდეგი ლამპრობა მირქმას უკავშირდება, კიდევ ერთი – ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს იმართება.

ადრესაგაზაფხულო დღესასწაულია ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაულის მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა.

„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.

ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.

სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:

„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.

ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრება.

ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

12 სიმართლე, რომელიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ქალიშვილებს, სანამ ისინი გაიზრდებიან

7 სექტემბერი 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები