პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიკოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება

კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება

კოჯრის ციხე (ქოროღლის ციხე) მდებარეობს თბილისში, დაბა კოჯრის სამხრეთით 2 კმ–ზე, აზეულას მთაზე. კოჯრის ციხიდან დიდი სივრცეები და ულამაზესი ხედები იშლება.

      ქოროღლის  ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აქ  IX საუკუნეში აუგიათ.
გადმოცემის მიხედვით ციხეს უწინ „აგარათა  ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისათვის ,,აზეულას“  ციხეს უწოდებნენ(ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ციხეს ამ სახელით). როგორც  ავღნიშნეთ,  ციხეს ძველად აგარათა ციხე ერქვა, გამომდინარე იქიდან, რომ  წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს წარსულში აგარები ერქვა. აგარებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა.
რაც შეეხება სახელწოდება ქოროღლის,  იგი უფრო მოგვიანებით XVIII-საუკუნეში გაჩნდა. მის შესახებ არსებობს ასეთი თქმულება: თურმე ქოროღლი ერთ კაცს ერქვა, ეს კაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. აზერბაიჯანულად ქორ– ბრმას ნიშნავს. ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი ,,აზეულას” ანუ კოკრის ტყისათვის შეუფარებია, ამბობენ განდევნილად ცხოვრობდა, ახლოს არავის იკარებდაო და ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი მიუდგომელი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო.
როგორც ყველა ქართული ისტორიული ციხე-სიმაგრე კოჯრის ციხეც მრავალი შემოსევის და დარბევის მომსწრეა. იგი 1113 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე ორბელს უწყალობა. 1177წ. ქოროღლის ციხე დემნა ბატონიშვილის და იოანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო.
გადმოცემის მიხედვით ამ ციხეში გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფეც. იგი დიდებულთა და წარჩინებულთა თანხლებით თურმე ნაჭარმაგევსა მდგარა, როდესაც ,,გამოჩნდა სენი გამაოვრებელი ჩუენი”, რომელიც დღითიდღე მძიმდებოდა. ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევითაგან ,,წამოიყვანეს კუბოთა ტფილისს” (კუბო,ეს არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი აქლემთა ასაკიდებელი ვინა ხელით სატარებელი).   ვერ შეუმსუბუქეს ავადმყოფობა, პირიქით, ,,დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო’’ და წამოიყვანეს აგარათა ციხესა და დიდებული თამარ მეფე გარდაიცვალა.
1488 წ. იაკუბ ყაენის მიერ გამოგზავნილმა ლაშქარმა დიდად დააზიანა კოჯრის (აგარანის) ციხე. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, თურქმანთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა გამანადგურებელი ცეცხლი დაუშინა ქართველ მეციხოვნეებს, რომელთაც მაშველი ძალა არ ჰყავდათ. მეციხოვნეებმა ღამით უჩუმრად დატოვეს ციხესიმაგრე. “ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა, ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს” (ქართლის ცხოვრება). აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი – თოფი “ქართლის ცხოვრებაში” პირველად ამ ბრძოლასთან დაკავშირებითაა მოხსენიებული.
1625 წ. სოფ. მარაბდასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს.
ზეპირი გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა.
კოჯრის ციხეს უკავშირდება საქართველოს იტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტიც, სწორედ კოჯრის ციხის მიდამოებში იყო უკანასკნელი ბრძოლები 1921 წელს რუსეთის 11 არმიასა ქართველ იუნკერებს შორის. ამ მიდამოებს ეხლაც ეტყობა ბრძოლის კვალი. 1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო, რომელზეც საქართველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეჭდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პატრიოტმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე

ისაუბრეს, ადგილზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე

იანვარი 17, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები