აჭარის ტურისტული კამპანია "გამომყევი აჭარაში" 80 მილიონ წვდომას აღწევს სოციალურ მედიაში. 30-მდე ინფლუენსერი აღმოაჩენს რეგიონის ფარულ მარგალიტებს.

კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“, პოსტების წვდომა 80 მილიონს აღწევს

პროფ. გიორგი ფხაკაძე

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის – „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტების წვდომები უკვე 80 მილიონს აღწევს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„30-მდე ინფლუენსერი, კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი თვეზე მეტია, აჭარაში მოგზაურობს და თავიანთ შთაბეჭდილებებს ასიათასობით შიდა ტურისტს უზიარებს. გასული წლის მსგავსად, კონკურენცია მთავარი პრიზის მოსაპოვებლად წელსაც დიდია. კამპანიის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, რის შემდეგაც მოხდება აჭარაში მოგზაური ინფლუენსერების შედეგების ანალიზი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

კამპანიის მიზანი აჭარის როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. კამპანიაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მათ შორის ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ ასიათასობით გამომწერს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

#drpkhakadze
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2026). კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“, პოსტების წვდომა 80 მილიონს აღწევს. 16 აგვისტო, 2026. https://shenidasveneba.ge/კამპანიის-გამომყევი-აჭ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“, პოსტების წვდომა 80 მილიონს აღწევს [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ad/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  2025 წლის ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის წალკის კანიონი ერთ-ერთი ლიდერია - 90 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა - სათავგადასავლო, ისე მშვიდი დასვენების მოყვარული ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network