პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიგონიოს ციხე, აფსაროსი - იცით თუ არა რომ ...

გონიოს ციხე, აფსაროსი – იცით თუ არა რომ …

გონიოს ციხე, აფსაროსი — (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ზღვისპირა კურორ გონიოში.

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გონიო-აფსაროსის I საუკუნის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად, ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს (ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს (VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.). ამ ყველაფერთან ერთად გონიოს ციხე წარმოადგენდა საქართველოს მეფეების ერთ-ერთ სტრატეგიულ თავდაცვით ობიექტს, რომელიც შეუცვლელი იყო მომხვდურის დასახვედრად.

გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.

ხალხური თქმულებების მიხედვით, ციხის გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოედინებოდა და იქვე მახლობლად ზღვას ერთვოდა. გადმოცემისვე მიხედვით, მდინარეს სანაოსნო მნიშვნელობაც ჰქონდა – აქედან მოსახლეობა ნავებით ართვინში გადადიოდა. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ნაკადი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე წარმოშობილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი 1994 წელს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ გონიო-აფსაროსის ციხესა და მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულია ელინისტური ხანის მასალა. აღმოჩენილია საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, ნივთიერი მასალა (კერამიკა, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, იუსტინიანე I-ის მონეტები). განსაკუთრებით აღსანიშნავია გონიოს განძი, რომელიც, ძირითადად, უნიკალური საიუველირო ნიმუშებისაგან შედგება და ამჟამად აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.

ნაგებობის მოკლე დახასიათება:

ციხე გეგმით სწორკუთხედია. მისი სიგრძე 222 მ-ია, სიგანე – 195 მ. მთლიანი ფართობი 4,75 ჰექტარია. ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრზე მეტია. კედლის სიმაღლე 5 მ-ია; ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული – 7 მ. საძირკვლის სიღრმე 3,5 მ-ს აღემატება. გალავნის კუთხეებთან 4 მთავარი კოშკია აღმართული, რომლებსაც ციხის შიგნით ქვის კიბე ერთვის.  ზოგიერთი საეკლესიო წყაროს მიხედვით აფსაროსში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული-მატათა, ხოლო III-IV სს მიჯნაზე, აღნიშნულ ციხეში, ქრისტიანობისთვის წამებული სამხედრო მოხელის, ორენტოსის 2 თანამებრძოლი მიიცვალა.

იცით თუ არა რომ …

გადმოცემის მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ასვენია მატათა მოციქულის წმინდა ნაწილები. სწორედ ამიტომ, აქ მოციქულის სიმბოლურ საფლავს იხილავთ. ლეგენდა არგონავტების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული აფსაროსის ციხე-სიმაგრესთან, ლეგენდის თანახმად აიეტის შვილი, აფსაროსი, სწორედ ციხის ტერიტორიაზეა დაკრძალული, სწორედ ამიტომ ეწოდა ციხეს აფსაროსის ციხე, ხოლო მოგვიანებით კი გონიოს ციხე.

ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება

იანვარი 16, 2025
ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – ახალი კვლევა

16 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები